ონოღიის საბავშვო ბაღის გახსნა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი შეემატა.
ონოღიის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვიო ბაღი მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა – კობა დარჯანიამ და ალექსანდრე გრიგალავამ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.
საბავშვო ბაღის მშენებლობა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში აშენდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა, რომელიც 50 აღსაზრდელზეა გათვლილი. შენობაში მოეწყო საბავშვო ჯგუფების ოთახები, საძინებლები, დარბაზი, სამზარეულო და სველი წერტილები, საბავშვო ბაღი ადაპტირებულია შშმ პირთათვის.
ახალ საბავშვო ბაღში, სააღმზრდელო ჯგუფები, საბავშვო გასახდელები და საძინებლები საჭირო ინვენტარით და ავეჯით, მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო – სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრმა აღჭურვა.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content