ახალგაზრდული საბჭოს წევრობის კანდიდატებთან შეხვედრა

მარტვილის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული საბჭოს არჩევა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ონლაინ აპლიკაციების შევსება დასრულებულია. მარტვილელ ახლაგაზრდებს საშუალება ჰქონდათ ონლაინ შეევსოთ აპლიკაციები და დაეფიქსირებინათ თავიანთი პოზიცია ახალგაზრდულ საბჭოს წევრობასთან დაკავშირებით.
ახალგაზრდული საბჭოს წევრობის კანდიდატებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია შეხვდა. მერმა ახლაგაზრდებთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ახალგაზრდული საბჭოს წევრების არჩევა, ახალგაზრდების მიერ შევსებული აპლიკაციებისა და ღია გასაუბრების საფუძველზე შესაბამისი კომისიის მიერ მოხდება.
მარტვილის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭოს წევრობის კანდიდატების მომზადებისა და არჩევის პროცედურებში ჩართულია „მშვიდობისა და განვითარების აკადემია“, დირექტორი მაკა სართანია.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content