მერი საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებულ პირებს შეხვდა

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, მერის მოადგილესთან გივი ელიავასთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან კობა დარჯანიასთან ერთად, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებულ პირებს შეხვდა.
შეხვედრა ქალაქ მარტვილში, ნახუნაოს, აბედათის და ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებულებთან შედგა. მერმა დასაქმებულებისგან პირადად მოისმინა შესრულებული სამუშაოების, სამუშაო პირობების და საჭიროებების შესახებ ინფორმაცია.
სახელმწიფო პროგრამით, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის მასშტაბით 1000-მდე სოციალურად დაუცველია დასაქმებული. დასაქმებულებთან შეხვედრები სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც გაგრძელდება.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content