ოლიმპიური მოძრაობის დღე “Let’s move”

23 ივნისს, ოლიმპიური მოძრაობის დღე აღინიშნა.
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა(IOC), ოლიმპიზმის დღის აღსანიშნავად, 2023 წლის 23 ივნისს დაიწყო ახალი კამპანია, სახელწოდებით “მოდით ავმოძრავდეთ”.
ოლიმპიური მოძრაობის დღეს ყველა ქვეყანა შეუერთდა და აქტიურად ჩაერთო საერთაშორისო კომიტეტის ახალ ინიციატივაში “Let’s move”.
აღნიშნულ კამპანიას მარტვილის მუნიციპალიტეტის კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ.
სპორტულ აქტივობებში 100-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.
აღნიშნულ კამპანიაში მონაწილე მოსწავლეები, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობისა და მხარდაჭერისთვის სიგელებით დაჯილდოვდნენ.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content