🎼10 ივლისს ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „ლეგენდების ქვეყანა“ მარტვილში საზეიმოდ გაიხსნა.
ფესტივალის მონაწილეებმა ღონისძიება ქალაქის ცენტრში საზეიმო მანიფესტაციით გახსნეს. შემდეგ კი მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში კონცერტი გამართეს.
„ლეგენდების ქვეყანას“-ს გახსნას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები – ელდარი თოდუა, კობა დარჯანია და ალექსანდრე გრიგალავა მოწვეულ სტუმრებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაესწრო.
👉ფესტივალში მონაწილეობენ: 🇬🇪საქართველოს, 🇧🇬ბულგარეთის, 🇵🇱პოლონეთისა და 🇹🇷თურქეთის ფოლკლორული ანსამბლები და ჯგუფები.
შემდეგი დღეების პროგრამა:
▶ 11 ივლისი 18:00 საათი – აბაშა. საზეიმო მანიფესტაცია ქალაქის ცენტრში;
▶ 12ივლისი 18:00 საათი – ჩხოროწყუ.საზეიმო მანიფესტაცია ქალაქის ცენტრში;
▶ 13 ივლისი 18:00 საათი – ხონი. საზეიმო მანიფესტაცია ქალაქის ცენტრში;
▶ 14ივლისი 19:00 საათი – მარტვილი. საზეიმო მანიფესტაცია ქალაქის ცენტრში; 19:30 გალა-კონცერტი.