10 ივლისს ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „ლეგენდების ქვეყანა“ მარტვილში საზეიმოდ გაიხსნა.
ფესტივალის მონაწილეებმა სხვადასხვა ნომერი მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში შეასრულეს.
„ლეგენდების ქვეყანას“-ს გახსნას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები – ელდარ თოდუა, კობა დარჯანია,ალექსანდრე გრიგალავა მოწვეულ სტუმრებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაესწრნენ.
ფესტივალში მონაწილეობენ: საქართველოს, ბულგარეთის,პოლონეთის, თურქეთის ფოლკლორული ანსამბლები და ჯგუფები.
შემდეგი დღეების პროგრამა:
11 ივლისი 18:00 საათი – აბაშა. საზეიმო მანიფესტაცია ქალაქის ცენტრში;
12ივლისი 18:00 საათი – ჩხოროწყუ.საზეიმო მანიფესტაცია ქალაქის ცენტრში;
13 ივლისი 18:00 საათი – ხონი. საზეიმო მანიფესტაცია ქალაქის ცენტრში;
14ივლისი 19:00 საათი – მარტვილი. საზეიმო მანიფესტაცია ქალაქის ცენტრში; 19:30 გალა-კონცერტი.