30 აგვისტოს ქალაქ მარტვილის განახლებულ ცენტრალურ პარკში, უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს თანამოსაყდრის, მეუფე შიოს ლოცვა-კურთხევითა და საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით, ჩატარდა საგანმანათლებლო შემეცნებით გასართობი პროექტი ახალგაზრდობისათვის, რომელიც ეძღვნებოდა უწმინდესის აღსაყდრების საიუბილეო თარიღს.
ღონისძიება მოიცავდა თეატრალურ და მუსიკალურ ნაწილებს. პირველ ნაწილში წარმოდგენილ იქნა კოტე მარჯანიშვილის სახელობისა და რუსთაველის დასის მსახიობთა მინი სპექტაკლები.
საღამო ჯგუფი ,,დიქსი ლენდი”-ს კონცერტით დასრულდა.
ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, მერის მოადგილე გივი ელიავა და მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა დარჯანია დაესწრნენ.