30 აგვისტოს 20:00 საათზე მარტვილის განახლებულ ცენტრალურ პარკში, უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს პატრიარქის ილია მეორეს თანამოსაყდრის, მეუფე შიოს ლოცვა-კურთხევითა და საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით, ჩატარდა საგანმანათლებლო შემეცნებით გასართობი პროექტი ახალგაზრდობისათვის, რომელიც ეძღვნება უწმინდესის აღსაყდრების საიუბილეო თარიღს.
ღონისძიება მოიცავდა თეატრალურ და მუსიკალურ ნაწილებს. პირველ ნაწილში წარმოდგენილი იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობისა და რუსთაველის დასის მსახიობთა მინი სპექტაკლები “უკანასკნელი ფოთოლი” და “მარაბდის გმირები”
საღამოს ჯგუფი ,,დიქსი ლენდის” კონცერტმა დაასრულა.
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.