შენი სიცოცხლე შენს ხელშია.
ადრეული სკრინინგი სიცოცხლის გადარჩენის გარანტია.
“ქართული ოცნების” ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით ფრაქცია “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” მარტვილის საკრებულოს ქალბატონი წევრები აქტიურად შეუერთდნენ ,,ვარდისფერი ოქტომბრის” კამპანიას, რომელიც 21-ე საუკუნის ყველაზე აქტუალური პრობლემის წინააღმდეგ, ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლებას ისახავს მიზნად.
კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია არა ერთი აქტივობა: მოეწყო ცოცხალი ჯაჭვი.
ასევე, თვის განმავლობაში ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრები, ხოლო ქალაქ ზუგდიდში გაიმართება მარათონი და ჩატარდება სკრინინგები.
“ვარდისფერი ოქტომბერი“ მსოფლიო მასშტაბით 1997 წლიდან აღინიშნება.