1 ოქტომბრის მორიგი სხდომა

✅1 ოქტომბერს, 12:00 სთ-ზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა უძღვებოდა.
🔹სხდომამ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
📍1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 1 ოქტომბრის მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი – ლევან სურმავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე/
📍2. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 5 ივლისის №31 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
/მომხსენებელი-სიმონ რევია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსი/
📍3. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 19 აპრილის №14 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
/მომხსენებელი-სიმონ რევია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსი/
📍4. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში უსახელო სკვერისთვის სახელის მინიჭების შესახებ.
/კახაბერ ჯგერენაია – მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე/
სხდომამ აღნიშნულ საკითხებზე მიიღო შესაბამისი განკარგულებები.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content