2 ნოემბერს, მარტვილის მუნიციპალიტეტის კურზუს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა პედაგოგებთან ერთად გამართეს ღონისძიება ,,გამზიანფერებული საქართველო“, რომელიც ფერად შემოდგომას მიეძღვნა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს თითოეული კუთხის ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული კუთხეები, სასოფლო სამეურნეო პროდუქტი, მოსწავლეების ხელნაკეთი ნივთები. ასევე, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ კულინარიულ მასტერკლასში.
პედაგოგებმა და მოსწავლეებმა ადგილზე მოამზადეს მეგრული ხაჭაპური და ელარჯი, ამოავლეს ჩურჩხელა. ასევე დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგნენ ქორეოგრაფიული ნომრებით.
ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა, მერის მოადგილე გივი ელიავა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა დარჯანია, მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტის ხელმძღვანელი პაშა გულორდავა და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.