გივი ელიავას სახელობის მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სააქტო დარბაზში, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის სახელობის აკადემიის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, ჭყონდიდის ეპარქიისა და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის თაოსნობით ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია:
“დავით აღმაშენებლისა და გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის ეპოქა”
კონფერენციას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, მერის მოადგილე გივი ელიავა, ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი), და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სახელით მადლობას ვუხდით კონფერენციის მონაწილეებსა და მოწვეულ სტუმრებს.