ბიუროს სხდომის დღის წესრიგი

22 ნოემბერს, 12:00 სთ-ზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ბიუროს სხდომა გაიმართება, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა უხელმძღვანელებს.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:

1.მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფ ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ: 41.04.35.565)  აშენებული  N 1 ნაგებობის მე-2  სართულზე განთავსებული ერთი ოთახის  9.9 კვ.მ) საბანკო მომსახურების გაწევის მიზნით ფიზიკურ პირი ლანა ესვანჯიასთვის პ.ნ: 29701042381 პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით 1 (ერთი) წლის ვადით გადაცემის შესახებ  მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე;     /მომხსენებელი – ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/

2.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების: მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფ დიდიჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ს.კ: 41.15.41.276 (ნაკვეთის წინა კოდი: 41.15.04.211) ნაკვეთზე განთავსებული N2 ნაგებობიდან, პირველ სართულზე  61 კვ,მ და მეორე სართულზე  არსებული 30,7 კვ.მ. (სულ – 91,7 კვ.მ)   ფართის და სოფ ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე, ს.კ: 41.04.45.565 ნაკვეთზე განთავსებული №01/2 ნაგებობიდან  პირველ სართულზე 77 კვ.მ და მეორე სართულზე  არსებული 54 კვ.მ ფართის  (სულ: 131 კვ.მ) უსასყიდლო უზუფრუქტის წესით (არსებობის ვადით)   შსს   სამეგრელო-ზემო   სვანეთის   პოლიციის    დეპარტამენტისთვის   გადაცემის  თაობაზე  მარტვილის  მუნიციპალიტეტის  მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;

/მომხსენებელი – ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/

3.მარტვილის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების მესამე კვარტლის ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე;

/მომხსენებელი – ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/

4. მარტვილის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ;

/მომხსენებელი – ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/

  1. მარტვილის მუნიციპალიტეტის 2024 წლის  ადგილობრივი  ბიუჯეტიდან  სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ;

/მომხსენებელი – ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/

  1. „მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს    2017    წლის    4    დეკემბრის     №40   დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

/მომხსენებელი – ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/

  1. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვებაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ

/მომხსენებელი – ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/

8          ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“   მარტვილის   მუნიციპალიტეტის   საკრებულოს   2021   წლის   26   ნოემბრის    №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

/მომხსენებელი – ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/

9          მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის     დაშვებაზე     მარტვილის     მუნიციპალიტეტის   საკრებულოს  თავმჯდომარისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;

/მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/

  1. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის      დამტკიცების      შესახებ“      მარტვილის     მუნიციპალიტეტის   საკრებულოს   2022  წლის  27  მაისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

/მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content