მარტვილის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დაიწყო.
დღეს, 5 თებერვალს, დასახლებების საერთო კრებები გაიმართა ნხუნაოს, სერგიეთის, აბედათის, ბანძის და ონოღიის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში.
შეხვედრებს მერიის შესაბამისის სამსახურის თანამშრომლები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.
საერთო კრებებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებს კენჭი ეყარა და ხმათა უმრავლესობით თითოეულ დასახლებაში პრიორიტეტები გამოვლინდა.
ადგილობრივებმა პრიორიტეტად შიდა საუბნო გზების, ხიდ-ბოგირების, წყალმომარაგებისა და გარე განათების მოწყობა დაასახელეს.
2024 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 990 000 ლარი დაიხარჯება. პრიორიტეტების გამოსავლენად, ადგილობრივ მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები 5 თებერვლიდან 9 თებერვლის ჩათვლით ადგილობრივ მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები 20 ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში გაიმართება.