„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები დასრულდა

მარტვილის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დასრულდა.
დღეს, დასახლებების საერთო კრებები და კონსულტაციები დოშაყეს, ინჩხურის და თამაკონის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში გაიმართა.
შეხვედრას ინჩხურის ადმინისტრაციულ ერთეულში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია და მერიის შესაბამისის სამსახურის თანამშრომლები დაესწრნენ.
2025 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 990 000 ლარი დაიხარჯება. პრიორიტეტების გამოსავლენად, ადგილობრივ მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები 10 თებერვლიდან 14 თებერვლის ჩათვლით 20 ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ 74 სოფელში, 54 საერთო კრების სხდომა და 20 კონსულტაცია გაიმართა. მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით თავად გადაწყვიტა, რას მოხმარდება თითოეული დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა, შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
Skip to content