მარტვილში საქართველოს ბანკის ფილიალი გაიხსნა

მარტვილში საქართველოს ბანკის ახალი ფილიალი გაიხსნა. დღეიდან მომსახურების მიღებას მომხმარებლები უკვე ახალ მისამართზე, თავისუფლების № 18-ში შეძლებენ.
ბანკის ახალი ფილიალის გახსნის ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა დაესწრნენ.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფილიალი, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს. აღნიშნულ საბანკო წერტილში კლიენტებისთვის უზრუნველყოფილია მაქსიმალური კომფორტი და მომსახურების მაღალი ხარისხი. ამ ეტაპზე ბანკში დასაქმებულია 10 თანამშრომელი.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content