მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია განვითარებისა და რეაბილიტაციის ახალ გახსნილ ცენტრს ესტუმრა.
მარტვილის ბავშვთა განვითარებისა და რეაბილიტაციის ცენტრი – „შემდეგი ნაბიჯები“ ერთი თვის წინ გაიხსნა, აქ მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ უფასო კონსულტაცია და მიიღონ ინფორმაცია ცენტრში არსებული მხარდამჭერი სერვისების შესახებ.
ცენტრში შესაძლებელია ბავშვთა მეტყველების თერაპიის, ქცევის თერაპიის და ბავშვთა ფსიქოლოგის კონსულტაციის მიღება.