სასოფლო-სამეურნეო მავნებლებთან მიმდინარე წელს დაგეგმილი ბრძოლის ღონისძიებებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ საინფორმაციო შეხვედის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები, მარტვილის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სოფლის რწმუნებულებს შეხვდნენ.
წინა წლების მსგავსად, კვლავ გაგრძელდება აზიური ფაროსანას მონიტორინგი და მავნებლის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებები.
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის წარმომადგენლების განმარტებით, ღონისძიებები მიმდინარე წელსაც რამდენიმე ეტაპად, კომპლექსური მიდგომით განხორციელდება. აღნიშნულ პროცესში უმნიშვნელოვანესია მოსახლეობისა და ადგილობრივი ხელისუფლების მაქსიმალური ჩართულობა.