✅13 მარტს, 12:00 სთ-ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის და ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების საკითხთა კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიამრთა.
👉სხდომამ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
📌1. მარტვილის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცებისა და შეფასებისა თაობაზე.
/მომხსენებელი- ზურაბ მელიავა, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე/
📌2. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ს.კ:41.15.41.276 ნაკვეთზე განთავსებული N 02/2 ნაგებობიდან, პირველ სართულზე 39.63 კვ.მ და მეორე სართულზე არსებული 59.59 კვ.მ. (სულ – 99.22 კვ.მ) ფართის და სოფელ ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ს.კ: 41.04.35.565 ნაკვეთზე განთავსებული N01/2 ნაგებობიდან, პირველ სართულზე განთავსებული 95.25 კვ.მ ფართის , უსასყიდლო უზუფრუქტის წესით ( არსებობის ვადით) შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისთვის გადაცემის თაობაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 18 იანვრის N 02 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
/მომხსენებელი-შალვა ბახია, საკრებულოს ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სივრცით- ტერიტორიული დაგეგმარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე/
📌3. ,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის N654 დადგენილების შესაბამისად განსახორციელებელი სამუშაოების მოწონების თაობაზე.
/მომხსენებელი-შალვა ბახია, საკრებულოს ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სივრცით- ტერიტორიული დაგეგმარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე/