მარტვილის მუნიციპალიტეტში, დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში, მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონი ეწყობა. სტადიონის მოსაწყობად საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 177 776 ლარი დაიხარჯება. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ფილ ვეი გრუპი“-ი ახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონის მოწყობის სამუშაოები, ასევე, მიმდინარეობს თამაკონის ადმინისტრაციულ ერთეულში.