19 მაისს, მარტვილის მუნიციპალიტეტმა ფესტივალ „ჭყონდიდის“ მონაწილეებს უმასპინძლა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით რიგით მე-6 ფესტივალი ,,ჭყონდიდი” გაიმართა.
ფესტივალი ახალგაზრდა ქორეოგრაფის, გიორგი წივწივაძის ხსოვნას მიეძღვნა, რომელშიც მონაწილეობას მარტვილის, წალენჯიხის,სენაკის, აბაშის, ვანის, ჩხოროწყუს, ხობის და სამტრედიის ქორეოგრაფიული ანსამბლები იღებდნენ.
ღონისძიება მონაწილეებისთვის სიმბოლური საჩუქრების გადაცემით დასრულდა რომელიც მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ გადასცა.