22 ნოემბრის ბიუროს სხდომა

✅22 ნოემბერს, 11:00 სთ-ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა უძღვებოდა.
👉სხდომამ განიხილა 25 ნოემბერს საკრებულოს მორიგ სხდომაზე გასატანი შემდეგი საკითხები:
📌1. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 19 აპრილის №14 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
მომხსენებელი – ლევან სურმავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე/
📌2. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 05 ივლისის N 31 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
/მომხსენებელი – ლევან სურმავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე/
📌3. ქ. მარტვილის ადმინისტრაციულ ერთეულში, თავისუფლების ქ. N10-ში მდებარე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ს.კ: 41.09.37.115.01.504 უძრავი ქონებიდან, მე-2 სართულზე არსებული 18,8 კვ.მ. ფართის (ერთი ოთახი) აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ;
/მომხსენებელი – ლევან სურმავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე/
📌4. მარტვილის მუნიციპალიტეტის ა.ა.ი.პ. ,,სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრი“-სთვის ს.ნ: 235447628, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, სოფელ ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ნაკვეთის ს.კ: 41.04.35.339 და მასზე განთავსებული ნაგებობების უსასყიდლო უზუფრუქტის წესით (არსებობის ვადით) გადაცემის თაობაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;
/მომხსენებელი – ლევან სურმავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე/
📌5. მარტვილის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის შესრულების მესამე კვარტლის ანგარიშის მოსმენის თაობაზე;
/მომხსენებელი – ლევან სურმავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე/
📌6. მარტვილის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის დაბრუნების შესახებ. /მომხსენებელი – ლევან სურმავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე/
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
Skip to content