25 ნოემბერს, 14:00 სთ-ზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა უძღვებოდა.
სხდომამ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 ნოემბრის მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი – ლევან სურმავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე/
2. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 19 აპრილის №14 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
/მომხსენებელი-სიმონ რევია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსი/
3. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 5 ივლისის №31 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
/მომხსენებელი-სიმონ რევია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსი/
4. ქ. მარტვილის ადმინისტრაციულ ერთეულში, თავისუფლების ქ. №10-ში მდებარე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან /ს.კ: 41.09.37.115.01.504/, მე-2 სართულზე არსებული 18,8 კვ.მ. ფართის (ერთი ოთახი) აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ;
/მომხსენებელი-სიმონ რევია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსი/
5. მარტვილის მუნიციპალიტეტის ა.ა.ი.პ. ,,სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრი“-სთვის /ს.ნ: 235447628/, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, სოფელ ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ნაკვეთის ს.კ: 41.04.35.339 და მასზე განთავსებული ნაგებობების უსასყიდლო უზუფრუქტის წესით (არსებობის ვადით) გადაცემის თაობაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;
/მომხსენებელი-სიმონ რევია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსი/
6. მარტვილის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის შესრულების მესამე კვარტლის ანგარიშის მოსმენის თაობაზე;
/მომხსენებელი-ბონდო თოფურია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მ/შ/
7. მარტვილის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის დაბრუნების შესახებ.
/მომხსენებელი-ზურაბ მელიავა, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე/