მარტვილის აკადემიის 14 წლამდე გუნდმა ჩემპიონობა იზეიმა

სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით 14 წლამდე ჭაბუკთა შორის საფეხბურთო ჩემპიონატი გაიმართა.
ჩემპიონატში სულ მონაწილეობდა 13 გუნდი. მარტვილის საფეხბურთო აკადემიის U-14 ის გუნდმა 24 თამაშიდან მოაგროვა 62 ქულა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.
მარტვილის სადეხბურთო აკადემიის ბაზაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ ჭაბუკ ფეხბურთელებს გამარჯვება მიულოცა და კუთვნილი თასი, სიგელები და მედლები გადასცა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ინიციატივით გამოვლინდნენ ნომინაციებში გამარჯვებულებიც, რომლებსაც გადაეცათ სამახსოვრო თასები.
მარტვილის აკადემიის გუნდიდან დაჯილდოვდნენ საუკეთესო ბომბარდირი – ნიკოლოზ გაბისონია (36 გოლი), საუკეთესო ნახევარმცველი – ნიკა გალდავა, საუკეთესო მცველი – ცოტნრ რურუა.
აღსანიშნავია, რომ 3 წელია მარტვილის საფეხბურთო აკადემიის U-14 ის გუნდი ზედიზედ ხდება აღნიშნული ჩემპიონატის გამარჯვებული.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
Skip to content