ჩემპიონატი მინი ფეხბურთში 2024

მარტვილის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის ორგანიზებით, მიმდინარეობდა ჩემპიონატი ორგანიზაციებს შორის მინი ფეხბურთში ლადო ჩიქოვანის სახელობის გარდამავალ თასზე, რომელშიც 11 გუნდი მონაწილეობდა.
ფინალური შეხვედრა, მარტვილის საფეხბურთო სკოლის საწვრთნელ ბაზაზე, მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრსა და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაიმართა და გამარჯვება რესურსცენტრის გუნდმა მოიპოვა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ კობა დარჯანიამ გამარჯვებულ გუნდს თასი გადასცა. ასევე, გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები: საუკეთესო მეკარე – გია გოგოძე, საუკეთესო ნახევარმცველი – დავით ხუხუა, საუკეთესო ფეხბურთელი – დავით ნაჭყებია.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
Skip to content