აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში, საზეიმო წირვა-ლოცვა მამა გოჩა ცაავამ აღავლინა.
სადღესასწაულო ღვთისმსახურების მიმდინარეობისას, ტაძარში, იერუსალიმიდან ჩამოტანილი წმინდა ცეცხლი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ილია ინჯიამ, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა დარჯანიამ შემოაბრძანეს.
მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომა უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია დღესასწაულთა შორის.
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ: