საინფორმაციო შეხვედრა მერიაში

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურმა, საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური არის უფასო სამართლებრივი დახმარების გამწევი სახელმწიფო/საბიუჯეტო ორგანიზაცია, რომელიც იურიდიულ კონსულტაციას უწევს ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ საკითხზე, ხოლო საადვოკატო წარმომადგენლობასა და დოკუმენტაციის შედგენას ახორციელებს გადახდისუუნარო მოსახლეობისათვის. მარტვილში 2020 წლიდან მოქმედებს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრიც.
შეხვედრაზე წარმოადგინეს შესაბამისი თემატური პრეზენტაციები, რომელიც გულისხმობს მოსახლეობისათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობის პირობების, იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების, ბავშვის უფლებათა დაცვის კოდექსის გაცნობას, ასევე, დისკრიმინაციის, ბულინგის, ტოლერანტობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, მიწის რეგისტრაციის, შრომის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების და სხვა მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხების განხილვას.
შეხვედრას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
Skip to content