ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანია

მარტვილის მუნიციპალიტეტი უერთდება ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანიას – ,,მაისი-გაზომვების თვე”
23 მაისს, მარტვილის მუნიციპალიტეტში, ჩატარდა ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს არტერიული ჰიპერტენზიის პრევენციას, ცნობიერების ამაღლებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
კამპანია ხორციელდება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და მხარდაჭერით.
ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გივი ელიავა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები დაესწრნენ.
ღონისძიების ფარგლებში მოქალაქეებმა გაიარეს არტერიული წნევის უფასო შემოწმება და მიიღეს შესაბამისი რეკომენდაციები.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
Skip to content