მარტვილის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურ რეჟიმში გრძელდება – მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ მოადგილე გივი ელიავასთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა დარჯანიასთან ერთად დაათვალიერა.
ნაჯახაოს ადმინისტრაციულ ერთეულში, საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, 2 759 მეტრზე ასფალტის საფარი იგება. როგორც მერმა აღნიშნა, პროექტი ხელს შეუწყობს მოსახლეობის კომფორტულად გადაადგილებას.
სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 566 937 ლარს შეადგენს.