მე-6 მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა

30 ოქტომბერს 11:00 სთ-ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა, რომელიც მარტვილის N65 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენებთ გაიხსნა.
პირველ საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს: მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო დროებითი კომისიის და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის არჩევა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების არჩევა. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციების დაფუძვნების ცნობად მიღება,

საკრებულოს კომისიების წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრა და დამტკიცება, საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის შემადგენლობის ცნობად მიღება, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის შემადგენლობის ცნობად მიღება, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისის შემადგენლობის ცნობად მიღება, საკრებულოს ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების საკითხთა კომისიის შემადგენლობის ცნობად მიღება, საკრებულოს სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების გამოყენების და მართვის საკითხთა კომისიის შემადგენლობის ცნობად მიღება და აღნიშნული კომისიების თავმჯდომარეების არჩევა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულომ, საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩია ელდარი თოდუა. პირველ მოადგილედ აირჩა ლევან სურმავა ხოლო მოადგილეებად ალექსანდრე გრიგალავა და მიხეილ ჯანაშია.

სხდომას მარტვილის, აბაშის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს დელეგატი ილია ინჯია და მარტვილის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი გიორგი ნაჭყებია ესწრებოდა.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content