საკრებულოს მორიგი სხდომა

13 აპრილს, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში, ბიუროსა და საკრებულოს მორიგი სხდომები გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა უძღვებოდა.
სხდომამ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწიენბული შემდეგი საკითხები:
1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 13 აპრილის მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი – ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/
2. ,,მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოწმობის ფორმის, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ფორმების ჩამოწერის აქტის ფორმისა და სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე” მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
/მომხსენებელი – ნუგზარ ცანავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის მ/შ/
3. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულებში მდებარე მიწის ნაკვეთის ს/კ 41.14.35.253 სახელმწიფოს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;
/მომხსენებელი – სიმონ რევია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსი/
4. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ ნაგვაზაოს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე მიწის ნაკვეთის ს/კ: 41.07.32.630 სახელმწიფოს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;
/მომხსენებელი – სიმონ რევია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსი/
5. ქალაქ მარტვილში, თავისუფლების ქ. №10-ში მდებარე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებიდან ს/კ: 41.09.37.115.01.504 არასაცხოვრებელი 20 კვ.მ. ფართის (ერთი ოთახი) ა(ა)იპ მარტვილის მუნიციპალიტეტის ,,კეთილმოწყობის ცენტრი“-სთვის არსებობის ვადით, უზუფრუქტის წესით გადაცემის თაობაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;
/მომხსენებელი – სიმონ რევია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსი/
6. მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრისთვის ს.ნ: 235447628, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების: ქალაქ მარტვილის ადმინისტრაციულ ერთეულში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ნაკვეთის ს.კ: 41.09.39.242 და მასზე განთავსებული №1 ნაგებობის; მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თამაკონის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ნაკვეთის ს.კ: 41.16.32.328 და მასზე განთავსებული №1 ნაგებობის და სოფელ სერგიეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ნაკვეთის ს.კ: 41.10.32.236 და მასზე განთავსებული №1 ნაგებობის უსასყიდლო უზუფრუქტის წესით (არსებობის ვადით) გადაცემის თაობაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;
/მომხსენებელი – სიმონ რევია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსი/
7. მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ.
/მომხსენებელი – გრიგოლ კიკალიშვილი, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი/

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content