31 მარტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმის და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.
ამ დღესთან დაკავშირებით, მარტვილის მუნიციპალიტეტში, ზვიად გამსახურდიას და ეროვნული მოძრაობის გმირის მერაბ კოსტავას ბიუსტები, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსი გაბისონიამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს.