26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობისა და მერაბ კოსტავას დაბადების დღეა.
ამ დღესთან დაკავშირებით მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან სურმავამ მუნიციპალიტეტის მერთან თორმიკე ჯანაშიასთან და მოადგილეებთან ერთად, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ბიუტები გვირგვინებით შეამკეს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს პატივი მიაგეს ასევე საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ გმირებს და გვირგვინით შეამკეს მებრძოლთა მემორიალი.
26 მაისს, აზა ადამიას სახელობის საჯარო სკოლაში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპული აზა ადამიას ბიუსტი.