„კურორტ ლებარდეს განაშენიანების რეგულირების (გრგ) გეგმის“ პროექტი

სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიში – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „კურორტ ლებარდეს განაშენიანების რეგულირების (გრგ) გეგმის“ პროექტი

სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის დასახელება: „კურორტ ლებარდეს განაშენიანების რეგულირების (გრგ) გეგმის“ პროექტი

დამგეგმავი ორგანო: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების არეალი: მარტვილის მუნიციპალიტეტი, კურორტი ლებარდე

როგორც თქვენთვის ცნობილია, 2018 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების (სგშ) ნაწილი – ამავე კოდექსით გათვალისწინებული სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების შესწავლისა და ზოგადი პროგნოზირების პროცედურა. სგშ  პროცედურის გავლა სავალდებულოა იმ სტრატეგიული დოკუმენტისთვის, რომელიც წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოს გამოცემულ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტს, რომლითაც დგინდება სამომავლო განვითარების ჩარჩო კოდექსით განსაზღვრულ სექტორებში (სოფლის მეურნეობა, სატყეო მეურნეობა, თევზჭერა, ენერგეტიკა, მრეწველობა, ტრანსპორტი, ნარჩენების მართვა, წყლის რესურსების მართვა, ელექტრონული კომუნიკაციები, ტურიზმი, დაგეგმარება და სივრცითი მოწყობა) და კოდექსის I და II დანართებით გათვალისწინებული საქმიანობების სახეობებისთვის განისაზღვრება მახასიათებლები ან/და მოცულობები.

2019 წლის 27 თებერვალს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ  სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში წარმოდგენილ იქნა „კურორტ ლებარდეს განაშენიანების რეგულირების გეგმის“ გეგმარებითი დავალების პროექტი და სკრინინგის განცხადება. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 16 აპრილის №2-329 ბრძანებით, აღნიშნული გეგმა დაექვემდებარა სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას.

2019 წლის 26 სექტემბერს, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სკოპინგის დასკვნის მიღების მიზნით, დამგეგმავი ორგანოს მიერ სამინისტროში წარმოდგენილ იქნა კურორტ ლებარდეს განაშენიანების რეგულირების გეგმის სკოპინგის განცხადება და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტი.  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 25 ნოემბრის №2-1131 ბრძანების საფუძველზე გაიცა „კურორტ ლებარდეს განაშენიანების რეგულირების გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სკოპინგის დასკვნა“.

ამჟამად, სამინისტროში წარმოდგენილია „კურორტ ლებარდეს განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) პროექტის“ სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების (სგშ) ანგარიში  და კურორტ ლებარდეს განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი რეკომენდაციების მიღების მიზნით.

წარმოდგენილ სგშ-ის ანგარიშისა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის 16 ივლისის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი №6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge

დაწყება 20.05.2020 დასრულება 16.07.2020

განცხადება

ნახვა ჩამოტვირთვა

სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიში

ნახვა ჩამოტვირთვა

არატექნიკური რეზიუმე

ნახვა ჩამოტვირთვა

სტრატეგიული დოკუმენტის პროექტი_ნაწ. 2

ნახვა ჩამოტვირთვა

სტრატეგიული დოკუმენტის პროექტი_ნაწ. 1

ნახვა ჩამოტვირთვა

Shapes

ჩამოტვირთვა

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content