შავი ზღვის თასი კიკბოქსინგში

22-24 ოქტომბერს, ქ. ბათუმში, გაიმართა შავი ზღვის თასი კიკბოქსინგში.

ჩემპიონატში მონაწილეობდა მარტვილის კომპლექსური სასპორტო სკოლის 10 მოსწავლე (მწვრთნელი დათა წულაია).

მარტვილელმა სპორტსმენებმა ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს, ნიკა ბაღიშვილი და დიმა ოკუჯავა შეჯიბრის ჩემპიონები გახდნენ, ხოლო დანარჩენმა მონაწილეებმა მეორე და მესამე ადგილები გადაინაწილეს.

შეჯიბრს ესწრებოდა და ორგანიზებას უწევდა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი დავით ქირია.

 

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content