მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით ქალაქ მარტვილში, აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ,,მარტვილის თასის” გათამაშება გაიმართა ფრენბურთში.
ღონისძიებაში მონაწილეობა 8 სოფლის გუნდმა მიიღო. შეჯიბრის გამარჯვებული სოფელი ,,ინჩხური”-ს გუნდი გახდა.
მეორე ადგილზე სოფელი ,,ნოღა” გავიდა, ხოლო მესამე პოზიცია სოფელ ,,სალხინო”-ს ხვდა წილად.
შეჯიბრის ბოლოს გამარჯვებული გუნდები თასებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.