28 აპრილს გაიმართა მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ გოროზია.
დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:
1. არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირის მარტვილის მუნიციპალიტეტის ,,სკოლამდელ საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრი“-ს წესდებაში ცვილებების შეტანის შესახებ.
/მომხსენებელი-ზაალ გოროზია, საკრებულოს თავმჯდომარე/
2. მარტვილის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.
/მომხსენებელი-ზაალ გოროზია, საკრებულოს თავმჯდომარე/
სხდომას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ლევან თოფურია, საკრებულოს აპარატის თანამშრომლები, აღნიშნულ საკითხებზე დამსწრე საკრებულოს წევრებს შორის გაიმართა დებატები, რის შემდეგაც საკითხებს ეყარა კენჭი და მიღებულ იქნას შესაბამისი დადგენილება და განკარგულება.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.