მარტვილის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა

14 ივლისს გაიმართა მარტვილის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი  სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უხუცესი წევრი ფრიდონ ინჯია.

დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:

პირველი სხდომის გახსნა;
საოლქო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება-არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოცხადება;
სამანდატო დროებითი კომისიის არჩევა;
ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის არჩევა;
საკრებულოს უფლებამოსილების ცნობა;
საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ცნობა;
საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა;
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევა;
საკრებულოს ფრაქციის დაფუძნების ცნობად მიღება;
საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცება (საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით);
საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიების თავმჯდომარეების არჩევა;
საკრებულოსკომისიების დებულებების დამტკიცება (საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით).
სხდომას ესწრებოდნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის თანამშრომლები და მუნიციპალიტეტის საზოგადოების წარმომადგენლები. სხდომა გახსნა მარტვილის მუნიციპალიტეტის N65-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გრიგოლ ბართაიამ, ხოლო შემდეგ სხდომას წარუძღვა საკრებულოს წევრი ფრიდონ ინჯია. სხდომაზე არჩეულ იქნა დროებითი ხმისდამთველი და სამანდატო კომისიები. ფარული კენჭისყრით საკრებულოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ალექსი გაბისონია, ხოლო მოადგილედ ვარლამ ქაჯაია. აღნიშნულ საკითხებზე დამსწრე საკრებულოს წევრებს შორის გაიმართა დებატები მიღებულ იქნა შესაბამისი განკარგულებები.

დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები გადატანილ იქნა საკრებულოს მორიგ სხდომაზე რომელიც ჩანიშნულ იქნა 2014 წლის 18 ივლისს.

საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content