პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამეგრელოში

14 ოქტომბერს, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევში ეგრისობის დღესასწაული აღნიშნეს.  დღესასწაულს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო, სიტყვით მიმართა მოსახლეობას და ეგრისობის დღესასწაული მიულოცა. დღესასწაულზე  მონაწილეობდნენ სამეგრელოს სხვადასხვა რაიონებიდან. პრემიერ-მინისტრმა  დაათვალიერა ციხე-გოჯის ტერიტორიაზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მიერ მოწყობილი ეთნოგრაფიული კუთხე და გამოფენა. აქვე ჩატარდა კონცერტი, სადაც  მარტვილის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. დღესასწაულს ესწრებოდნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია და მარტვილის საზოგადოების წარმომადგენლები.

ღონისძიების დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა დაათვალიერა ნოქალაქევი-ბანძა-ხონის 16 კილომეტრიანი  შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის  საავტომობილო გზის მშენებლობა. აღნიშნული  გზის რეაბილიტაცია ითვალისწინებს დამხმარე ნაგებობების-კიუვეტების, ბოგირების მოწყობას. პროექტის ღირებულება შეადგენს 7357130 ლარს, სამუშაოს ახორციელებს სს ,არქეოპოლისი“ და დასაქმებულია 530 ადამიანი.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content