მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო, თბილისში, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებელ აქციაში ჩაერთო.
მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოს, მარტვილის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებისა და სხვა ორგანიზაციების თანამშრომლებმა გარკვეული რაოდენობის თანხა გამოყვეს, რომლითაც შეიძინეს პირველადი მოხმარების ნივთები, ჰიგიენური საშუალებები და საკვები პროდუქტები. დღის განმავლობაში გამგეობის შენობაში მოსახლეობის მიერ ასევე შეგროვდა ტანსაცმელი დაზარალებულთათვის.
შეგროვებული ნივთების, დღეს საღამოს, თბილისში გადაგზავნას უზრუნველყოფს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია.