შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვის დღე მარტვილში

11-14 ივნისს შეზღუდული შესაძლელობების მქონე პირთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, 11 ივნისს, მარტვილის ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში, გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას  იღებდნენ, როგორც ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფის წევრები, ასევე სტუმრები სხვა ქალექებიდან და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, რომლებმაც დაამტკიცეს რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა, სხვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მარტვილის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის დირექტორი გიორგი ყურუა, მარტვილის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსი პაშა გულორდავა, სასულიერო პირები და სხვა რიგითი მოქალაქეები.
როგორც კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრის განვითარების დირექტორმა განაცხადა, შშმ პირებს შესაძლებლობა ექნებათ სექტემბრიდან ჩაერთონ სხვადასხვა შემოქმედებით წრეებში და ისწავლონ ქარგვა, ძერწვა, ქსოვა თუ სხვ. მათი სურვილისა  და შესაძლებლობის შესაბამისად. ღონისძიებაზე ყველა შშმ პირს საჩუქრად გადასცეს მაისურები წარწერით „ჩვენ ყველა ერთნი ვართ“ .

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content