28 აგვისტოს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში მარულა გაიმართა. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ვიცე-გუბერნატორი კობა ქანთარია, მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია და მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა დაესწრნენ.
ცხენოსნები ერთმანეთს მარულაში, ყაბახსა და მოქნევაში, ასევე ქართულ ჭიდაობაში შეეჯიბრნენ. მარულას ქართული ხალხური ცეკვა სიმღერით აფორმებდნენ. შეჯიბრში მონაწილეობა რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტების ცხენოსნებმა მიიღეს. გამარჯვებულები 4 სხვადასხვა კატეგორიაში გამოვლინდა. ისინი ფულადი ჯილდოებით ღონისძიების სპონსორების კოკა-კოლას, VTB-ბანკის და KODU group-ის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს. მარტვილის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე ცხენოსანმა პირველი ადგილისათვის, პრიზი და ფულადი ჯილდო დაიმსახურა.
ღონისძიება სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის პატრონაჟითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ზუგდიდის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.