დღეს მარტვილის, მურთაზ ხურცილავას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა ამხანაგური შეხვედრა ფეხბურთში, მარტვილის საფეხბურთო სკოლასა და „დიდუბე 2015“-ს შორის. ამხანაგურ მატჩს, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა , მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია, თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ ქაჯაია, დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატი და საკრებულოს წევრი ლადო ძნელაძე და გუნდი „დიდუბე 2015“ -ის პრეზიდენტი ლაშა მიმინოშვილი ესწრებოდნენ.
სტუმარად მყოფ გუნდს, მარტვილის საფეხბურთო სკოლისა და მარტვილის მუნიციპალიტეტისაგან, მეგობრობის ნიშნად საჩუქრად გადაეცა მეგობრობის თასი.
თამაშის შემდეგ ფეხბურთელები სტუმრებთან ერთად მარტვილის კანიონზე იმყოფებოდნენ სადაც ნავებით გაისეირნეს და კანიონი დაათვალიერეს.