20 ნოემბერს, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია. დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:
1.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 ნოემბრის სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
2.,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის N46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
3.ააიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის ,,სკოლამდელ საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრი“-ს საქმიანობის შესწავლის მიზნით, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ.
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
სხომაზე მიღებულ იქნა შესაბამისი დადგენილება და განკარგულებები.