გიორგი წივწივაძის სახელობის ფესტივალი


გიორგი წივწივაძის სახელობის ფესტივალი „ჭყონდიდი“ ოფიციალურად გაიხსნა.
20 ნოემბერს მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში, მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მხარდაჭერით, ყოველწლიურ ფოლკლორულ ფესტივალს ჩაეყარა საფუძველი. ფესტივალი ოფიციალურად მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავამ გახსნა.
ფესტივალი „ჭყონდიდი“ მარტვილში, ყოველი მომდევნო წლის ნოემბრის თვეში გაიმართება  და იგი გიორგი წივწივაძის  სახელს მიეძღვნება. ფესტივალში ადგილობრივი ჯგუფების გარდა მონაწილეობას მიიღებენ ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ჯგუფები სხვადასხვა რაიონებიდან.
ფესტივალს ესწრებოდნენ: ქორეოგრაფიული მოღვაწეთა კავშირის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რეგიონალური ხელმძღვანელი თამაზ მოსია, ტრიფონ ხუხუას შთამომავლები, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისნონია, მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა, სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელი პირები, ადგილობრივი მოსახლეობა  და ადამიანები რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ფოლკლორისა და ქორეოგრაფიის განვითარებაში, ესენი არი: ზაურ ხაჟომია, იური ხურცილავა, ალექსანდრე გაბეშია, რევაზ კილასონია, გიგლა წოწონავა, ლერი ხურცილავა, ზურაბ ბოლქვაძე, თემურ ცხაკაია, ელვარდ გაბეშია, ვახტანგ ბართია, ბადრი გვილავა, თამაზ ბარამია, რევაზ ჭიჭაღუა. მათ კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის დირექტორმა გიორგი ყურუამ საპატიო სიგელები გადასცა.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content