18 აპრილს, 12:00საათზე მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია. დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:
1.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 18 აპრილის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
2.მარტვილის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნილების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ; /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
/თანამომხსენებელი-ალექსანდრე გრიგალავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი/
3.მარტვილის მუნიციპალიტეტის დ/ჭყონის ადმინისტარციულ ერთეულში მცხოვრებ ჟიული თოდუას სამკურნალოდ თანხის ჩარიცხვის შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
4. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს აპარატის თანამშრომლებზე აღდგომის ბრწინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ერთდროული ფულადი ჯილდოს გაცემის შესახებ.
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
საკრებულოს სხდომაზე მიღებულ იქნა შესაბამისი განკარგულებები და დადგენილებები.