დასუფთავების აქცია მარტვილში

23 აპრილს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ლევან შონიას ინიციატივით რეგიონში მასშტაბური დასუფთავების აქცია მოეწყო, რომელშიც სამეგრელო-ზემო სვანეთის  ათივე მუნიციპალიტეტი ჩაერთო, მათ შორის მარტვილის მუნიციპალიტეტი. აქციაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საჯარო და კერძო სფეროს წარმომადგენლები და მოსწავლეები.
აქციის მონაწილეებმა მუნიციპალიტეტის ტერიტორია პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს. შეგროვილი ნარჩენი მარტვილის კეთილმოწყობის სამსახურმა გაიტანა ნაგავსაყრელზე. უნდა აღინიშნოს რომ მარტვილში მსგავსი აქცია არა ერთხელ ჩატარებულა და კვლავაც გაგრძელდება, რათა შევინარჩუნოთ სუფთა გარემო.
.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content