9 მაისი– ფაშიზმზე გამარჯვების დღე

9 მაისს მარტვილის მუნიციპალიტეტში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსი გაბისონიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 71–ე წლის იუბილე მიულოცა. მარტვილის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 14 სამამულო ომის ვეტერანს, მთავრობის გადაწყვეტილებით 600 ლარი და მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს გადაწყვეტილებით დამატებით 300 ლარი გადაეცათ საჩუქრად, ხოლო 17 მარჩენალდაკარგულ ოჯახს ასევე 300  ლარი.
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და საჯარო მოხელეებმა გვირგვინით შეამკეს შინმოუსვლელთა მემორიალი და პატივი მიაგეს სამამულო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content