ტრენინგი კიბოს პრვენციისა და ადრეული გამოვლენის თემაზე

დღეს მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში დაიწყო ინტენსიური ტრენინგის კურსი სოფლის სამედიცინო პერსონალისთვის კიბოს პრვენციისა და ადრეული გამოვლენის თემაზე.

ტრენინგი ტარდება პროექტის „ოჯახის ექიმთა ცოდნის გაუმჯობესება ონკოლოგიის საკითხებზე“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი, ონკოპრევენციის ცენტრი და ცენტრი „თანადგომა“, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში.

ტრენინგის კურსის მიზანია პირველადი ჯანდაცვის მუშაკთა როლისა და ჩართულობის გაძლიერება კიბოს კონტროლის ღონისძიებებში მათთვის „ონკოლოგიური სიფხიზლის“ მნიშვნელობის შეხსენების გზით. ტრენინგი სამეტაპიანია და შემდგომ ეტაპზე ჩეხი მედიკოსები გაუზიარებენ ტრენინგის მონაწილეებს ჩეხურ გამოცდილებებს კიბოს პრევენციისა და ადრეული გამოვლენის ირგვლივ.

წელს მსგავსი ტრენინგები პირველადი ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის ტარდება მთელს სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში და თბილისში.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content