ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე მარტვილში.

მარტვილის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

12 აგვისტოს, ამ დღესთან დაკავშირებით, ქ. მარტვილის ცენტრი დაიტვირთა სპორტული და კულტურული აქტივობებით. მთელი დღის განმავლობაში ქალაქის ცენტრში მიმდინარეობდა შეჯიბრებები – მარათონში, ფეხბურთში, კალათბურთში, ჭადრაკში, ფრემბურთში, მაგიდის ჩოგბურთში. საღამოს საათებში კი გაიმართა შეჯიბრი მხიარულ სტარტებში. შეჯიბრებებში მონაწილეობას მარტვილის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციული ერთეულების მცხოვრები ახალგაზრდები იღებდნენ. შეჯიბრებებში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

დღის ბოლოს ახალგაზრდებისთვის, ელექტრონული მუსიკის კონცერტი გაიმართა და გამარჯვებული მონაწილეები დაჯილდოვდნენ მედლებითა და სიგელებით. ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ფეიერვერკით დაგვირგვინდა.

ღონისძიება მარტვილის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content